in

ჟოლო: ჩელსის ავტობუსი მატჩზე არ შეუშვეს – სტადიონის დაცვა ნაყინს მიირთმევდა

„ჩელსიმ“ ინგლისის პრემიერლიგას საჩივარი გაუგზავნა, რადგან გუნდის ავტობუსი „ასტონ ვილასთან“ შეხვედრის წინ 15 წუთით გააჩერეს.

„ლურჯების“ ტრანსპორტი პარკინგზე დააყენეს და დაცვის თანამშრომელმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსისგან მათი შეშვების ნებართვა არ ქონდა. ამ სიტუაციამ ტომას ტუხელი და მისი მოთამაშეები ძალიან გააბრაზა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მათ ნახეს, რომ პრობლების მოგვარების ნაცვლად დაცვა დაჯდა და ჟოლოს ნაყინის მირთმევა დაიწყო.

15-წუთიანი დაყოვნების შემდეგ „ჩელსის“ ავტობუსს ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცეს. კლუბს სურდა, რომ მატჩის დაწყების დრო გადაწეულიყო თუმცა ამ მოთხოვნაზე უარი მიიღო, რადგან ბოლო ტურის ყველა თამაში სინქრონულად უნდა დაწყებულიყო.

„ჩელსიმ“ „ასტონ ვილასთან“ (1:2) წააგო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ადგილის შენარჩუნება შეძლო.

29 მაისს ლონდონელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდებიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გვარდიოლა წლის საუკეთესო მწვრთნელია

ფლიკი ოფიციალურად წარადგინეს: ევროს შემდეგ ის ბუნდესნაკრებს ჩაიბარებს