საქართველოს ნაკრები დღეს საღამოს ოსლოში ევროშესარჩევს ეთამაშება ნორვეგიას, რომელსაც თანამედროვეობის სუპერფორვარდი ჰყავს. მრისხანე ერლინგ ჰოლანდის გაჩერება ალბათ ყველაზე რთული საქმეა დღევანდელ ფეხბურთში. ჩვენებს რთული ამოცანა აქვთ გადასაჭრელი, მით მეტეს ორიოდ დღის წინ ესპანეთთან კოშმარული წაგების შემდეგ.
გუნდმა წუხელ იმ სტადიონზე ივარჯიშა, სადაც დღეს თამაშია, მანამდე კი პრესკონფერენცია გაიმართა და ჩვენგან ოთარ კიტეიშვილი იყო:
შევთანხმდით რა უნდა ვაჩვენოთ ნორვეგიის წინააღმდეგ: ვილი სანიოლს ფეხბურთში შემდეგი მატჩის იმედი აქვს
„ნორვეგიასთან ბათუმში ჩატარებული მატჩისგან განსხვავებული თამაში გველის. ახლა მეტოქეა მასპინძელი, ჩვენ კი, სამი დღის წინ მძიმე და ბევრ რამეზე დამაფიქრებელი მარცხი ვიწვნიეთ. აუცილებელია გამოვავლინოთ ხასიათი, ვაჩვენოთ ჩვენი სულისკვეთება და ვითამაშოთ საუკეთესო თამაში ამ შესარჩევ ციკლში.
ესპანეთთან მძიმე მარცხის შემდეგ ბევრ რამეს სხვა კუთხით შევხედეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება, როგორ წარმოვაჩენთ თავს ასეთი მარცხის შემდეგ. ჩვენს გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მათთვის დიდი გამოცდილება იქნება მომდევნო მატჩი. დარწმუნებული ვარ, სრულიად განსხვავებულ საქართველოს ნაკრებს იხილავთ.”
GIPHY App Key not set. Please check settings