in

ეს თამაში უნდა მოვიგოთ, მერე შემდეგიც და ასე… ნორვეგია საქართველოსთან აუცილებელ სამ ქულას გეგმავს

ნორვეგიის ნაკრები ევროშესარჩევის ჯგუფში რთულ ვითარებაშია. დიდია შანსი, რომ გუნდი ვერ მოხვდეს ევროპირველობაზე და ეს იმის ფინზე, რომ მას ჰყავს ერლინგ ჰოლანდი და კიდევ რამდენიმე ძალიან მაგარი ფეხბურთელი, თუნდაც „არსენალის“ თამაშის წარმართველი ოდეგორი.

მოკლედ, ნორვეგიამ დარჩენილი მატჩები უნდა მოიგოს და ეს დღეს უნდა დაიწყოს საქართველოსთან საშინაო შეხვედრაში. იმედია, ჩვენები ხელს შეუშლიან.

ვნახოთ რა თქვა თამაშამდე ნორვეგიის ნაკრების თავკაცმა სტალე სოლბაკენმა:

„ჯგუფში კონკურენტებს ჩამოვრჩებით. საქართველოსთან თამაში უნდა მოვიგოთ. თუ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა გვინდა, დარჩენილ თამაშებში მაქსიმალური რაოდენობის ქულები უნდა დავაგროვოთ.

ჩემი ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა „ულევაალზე“ ცხრაჯერ ითამაშა და ოთხჯერ მოიგო. რამდენიმე მატჩი გვქონდა, რომელშიც ამ სტადიონზე გოლი ვერ გავიტანეთ, მხოლოდ ორი შეხვედრა წავაგეთ სერბეთთან და შოტლანდიასთან. დიდი იმედი მაქვს, საქართველოსთან მატჩში სასურველ შედეგს მივაღწევთ.

გვესმის, რომ ეს ახლა ძალიან ძნელია. ჩვენ დავკარგეთ ქულები, რომელიც არ უნდა დაგვეკარგა. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ნორვეგიის ნაკრები გაცილებით მეტს იმსახურებდა ამ ჯგუფში, ვიდრე დღევანდელი მდგომარეობაა. რამდენ საგოლე მომენტს ვქმნით ყოველ თამაშში და რამდენს ვიყენებთ? აშკარაა, რომ აქ პრობლემა გვაქვს.
ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან უფრო ეფექტურები ვიყოთ და შანსები გამოვიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მცირე შანსი დაგვრჩება.

ჩვენ ახლა ვერანაირ გათვლას ვერ გავაკეთებთ ერთა ლიგაზე, სანამ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი არ ჩატარდება. ამიტომ, ჩვენი მიზანი სწორედ ამ საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასვლაა.

რამდენი ქულა გვჭირდება? მე არ ვითვლი ქულებს. ერთი რამ ვიცით, რომ ეს თამაში უნდა მოვიგოთ, მერე შემდეგიც უნდა მოვიგოთ და ასე ბოლომდე“.

ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აუცილებელია გამოვავლინოთ ხასიათი, ვაჩვენოთ სულისკვეთება და ვითამაშოთ საუკეთესო თამაში

საქართველო არ არის ცუდი გუნდი: ნორვეგიელი ფეხბურთელები მოტივირებული ითამაშებენ