in ,

ნორვეგიის შემადგენლობა ცნობილია, ჰოლანდიც არის: საქართველო უფრო ძლიერია, ვიდრე გვეგონა

საქართველოს ნაკრებს მალე ორი ევროშესარჩევი მატჩი ელოდება. ჯერ თბილისში ესპანეთთან და მერე არანაკლები სირთულის გასვლა ნორვეგიასთან.
ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა შემადგენლობა უკვე ჩამოწერა. სანამ ნორვეგიელები ჩვენ დაგვიხვდებიან 12 სექტემბერს, მანამდე 7-ში ასევე შინ ამხანაგურს გააგორებენ იორდანიასთან.

გეხსომებათ, საქართველო ნორვეგიას პირველ ტურში შეხვდა და ბათუმური შეხვედრა 1:1 დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია მსოფლიო ვარსკვლავ ერლინგ ჰოლანდს. მრისხანე ფორვარდი ახლა შემადგენლობაშია.

ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მატიას დინგელანდი („ბრანი“), ორიან ნილანდი („სევილია“, ესპანეთი), ეგილ სელვიკი („ჰაუგესუნდი“).

მცველები: კრისტოფერ აიერი („ბრენტფორდი“, ინგლისი), ფრედრიკ ბიორკანი („ბოდო გლიმტი“), ბირგერ მელინგი („კოპენჰაგენი“, დანია), სტიან გრეგერსენი („ბორდო“, საფრანგეთი), ანდრეას ჰანშე-ოლსენი („მაინცი“, გერმანია), მარკუს პედერსენი („სასუოლო“, იტალია), ჯულიან რიერსონი („დორტმუნდი“, გერმანია), კენ სტრანდბერგი („ვალერენგა“), ლეო ოსტიგორი („ნაპოლი“, იტალია)

ნახევარმცველები: ფრედრიკ აურსნესი („ბენფიკა“, პორტუგალია), პატრიკ ბერგი („ბოდო გლიმტი“), სანდერ ბერგე („ბარნლი“, ინგლისი), ოსამე ზაჰრაუი („ჰეერენვეენი“, ნიდერლანდები), ემილ ბრეივიკი („მიოლდე“), ანტონიო ნუსა („ბრიუგე“, ბელგია), მარკუს სოლბაკენი („ვიკინგი“), ოლა სოლბაკენი („რომა“, იტალია), ჰუგო ვეტლესენი („ბრიუგე“), მარტინ ოდეგორი („არსენალი“, ინგლისი)

თავდამსხმელები: ბერდ ფინე („ბრანი“), ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), იორგენ ლარსენი („სელტა“, ესპანეთი), ალექსანდერ სორლოტი („ვილიარეალი“, ესპანეთი).

ნორვეგიის ნაკრებში ოთხი დებიუტანტია: სოლბაკენი (მწვრთნელის შვილია), საჰრაუი, ნუსა და ბრეივიკი.

მწვრთნელმა სოლბაკენმა კი პრესკონფერენციაც გამართა.
„ბევრი ფიქრობს, რომ იორდანიასთან ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებსაც საქართველოსთან დრო არ მიეცემათ. ზოგიერთ მოთამაშეს, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ გამოვიყენებ, შესაძლოა, იორდანიის წინააღმდეგ 45, 60 ან 90 წუთი მივცე.
სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია, ფეხბურთელებს შეიძლება დასჭირდეთ წუთები, რომ ტონუსში იყვნენ. საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერი გუნდი აღმოჩნდა, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ გვეგონა“, – ამბობს სტალე სოლბაკენი.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიდევ ერთი ჩვენიანი იტალიაში: საზონოვი ტორინოში მიდის

ინგლისის საუკეთესო ახალგაზრდა საკა გახდა, მან ჰოლანდს აჯობა