in

შევთანხმდით რა უნდა ვაჩვენოთ ნორვეგიის წინააღმდეგ: ვილი სანიოლს ფეხბურთში შემდეგი მატჩის იმედი აქვს

საქართველოს ნაკრები დღეს საღამოს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩს ოსლოში გამართავს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ ულევაალ სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა

ვილი სანიოლი:

„ესპანეთთან თამაშზე საუბარი რთულია. დავმარცხდით და ამ მატჩში დავკარგეთ ყველაფერი, რამაც გასული 2 წლის განმავლობაში ძლიერ გუნდად გვაქცია. არ გვქონდა დისციპლინა, ბრძოლისუნარიანობა და გუნდური სულისკვეთება. შეცდომები იყო თამაშის გეგმაშიც და ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. შესაძლოა, ესპანეთთან 4-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლა არ იყო მართებული და ზედმეტად ამბიციური გადაწყვეტილება იყო. ფეხბურთი სწორედ ამიტომაა შესანიშნავი სპორტი, რადგან წარმატების შემდეგ, ყოველთვისაა შემდეგი მატჩი, სადაც უნდა დაამტკიცო შენი შესაძლებლობები. როდესაც გაქვს დიდი იმედგაცრუება, როგორც ეს ესპანეთთან მოხდა, შემდეგ თამაშზე უნდა შეძლო ფოკუსირება.

ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ მიზეზების დასადგენად. ჩემთვის, ესპანეთთან მომხდარი არ იყო შემთხვევითობა. ეს ბოლო თვეების განმავლობაში დაგროვებული მცირე დეტალების შედეგია. ფეხბურთი არასდროს გაპატიებს, თუ 100 პროცენტს არ გაიღებ და დაგსჯის ამის გამო. შევთანხმდით იმაზე, თუ რა უნდა ვაჩვენოთ ნორვეგიის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, განსხვავებულ გუნდს იხილავთ.

უკმაყოფილო ვარ ბოლო 2-3 თამაშით, გასული 2 წლის განმავლობაში კი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუმცა ეს ნორმალურია. ფეხბურთში არის სირთულეები და ჩვენი საქმეა, ყოველთვის ვიპოვოთ გამოსავალი. ესპანეთთან მარცხი, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული იყო, არა მხოლოდ ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს აღარ უნდა განმეორდეს. ვფიქრობ, რომ ნორვეგიასთან მატჩი შანსია ჩვენთვის. ახლა უნდა ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც 3 დღის წინ ვერ შევძელით. მჯერა, რომ ჩემი ფეხბურთელები ამას გააკეთებენ. თუ დავიბრუნებთ ჩვენს გუნდურ სულისკვეთებას, კვლავ რთული მეტოქეები ვიქნებით ოპონენტებისთვის. ეს წარმატების ერთადერთი გზაა”.

ნორვეგიისა და საქართველოს მატჩი 22:34 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინტერ მაიამის ახალი სტადიონი მილიარდად: 25 ათასი ადგილი – სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები

საქართველო მსოფლიოს გუნდურის ჩეპიონატის გამარჯვებულია