in

საქართველო მსოფლიოს გუნდურის ჩეპიონატის გამარჯვებულია

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ფინალურ ეტაპის ორივე შეხვედრაში ყაზახეთის გუნდი დაამარცხეს და ჩემპიონობა იზეიმეს.

პირველი ტურის ორთაბრძოლები დაძაბულად წარიმართა. სამი შეხვედრა ყაიმით დასრულდა. დაზავდნენ ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, მეოთხე დაფაზე კი ლელა ჯავახიშვილმა მოწინააღმდეგეს 51-ე სვლაზე საათი გააჩერებინა და გუნდს გამარჯვების მომტანი ქულა მოუტანა.

განმეორებით შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ფრეც აძლევდა ხელს, მაგრამ შესანიშნავად ითამაშეს და 3.5:0.5 მოიგეს.

ჩვენმა ნაკრებმა მეოთხედფინალში ჩინეთი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ამერიკის შეერთებულ შტატებს აჯობა.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ზუსტად ამ შემადგენლობით მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 2015 წელსაც გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა:

ბელა ხოტენაშვილი (2423)
მერი არაბიძე (2349)
ნინო ბაციაშვილი (2366)
ლელა ჯავახიშვილი (2342)
სალომე მელია (2267)
გუნდის კაპიტანი – დავით ჯოჯუა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შევთანხმდით რა უნდა ვაჩვენოთ ნორვეგიის წინააღმდეგ: ვილი სანიოლს ფეხბურთში შემდეგი მატჩის იმედი აქვს

აუცილებელია გამოვავლინოთ ხასიათი, ვაჩვენოთ სულისკვეთება და ვითამაშოთ საუკეთესო თამაში