in

მიქაუტაძის პირველი ვარჯიში: ამ ბიჭს ყველგან შეუძლია თამაში – ფოტო

გიორგი მიქაუტაძემ ახალ კლუბში უკვე ივარჯიშა. ჩვენიანმა ამსტერდამში ჩასვლისას სამედიცინო შემოწმება გაიარა და გუნდს უმალვე შეუერთდა. „აიაქსის“ საიტმა ძალიან ბევრი პუბლიკაცია მიუძღვნა ქართველ ახალწვეულს.

თავად მიქაუტაძემაც აღნიშნა, რომ „აიაქსში“ გადასვლა მისთვის თავიდანვე პრიორიტეტული იყო.

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ: მიქაუტაძეს აიაქსის ძირითადი უნდა

„აიაქსმა“ მიქაუტაძესთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. „მეცი“ ტრანსფერში 16 მილიონ ევროს მიიღებს, მაგრამ ბონუსების ჩათვლით თანხა 19 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა მორის სტეინმა:

„გიორგი გოლების გატანაში განსაკუთრებით კარგია. ეს ყველაფერი ნანახი გვქონდა, თუმცა ახლა ვარჯიშებზეც ვიხილეთ. მას კარში ყველა პოზიციიდან შეუძლია დარტყმა.
განსაკუთრებით ის მომწონს, რომ შეტევაში ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია“, – განაცხადა 49 წლის სპეციალისტმა.

მიქაუტაძე ახალ კლუბში 19 ნომრით ითამაშებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს შემადგენლობა ცნობილია: ვილი სანიოლის ორი დებიუტანტი

ლიგა დალაგდა: სიკვდილის ჯგუფი და ქართველები გრანდების წინააღმდეგ