in

საქართველოს შემადგენლობა ცნობილია: ვილი სანიოლის ორი დებიუტანტი

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

საქართველო 8 სექტემბერს, თბილისში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 12 სექტემბერს ნორვეგიის წინააღმდეგ ოსლოში ითამაშებს.

ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა, მის განაცხადში ორი დებიუტანტია. ესპანური „ლევანტეს“ 24 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი და თბილისის „დინამოს“ 22 წლის მცველი სანდრო კალანდაძე.
საინტერესოა, რომ განაცხადში ვერ მოხვდნენ ვიცე-კაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და ლუკა ლოჩოშვილი.

საქართველოს ნაკრები ამ ორი მატჩისთვის 23 ფეხბურთელით მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო”, თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), საბა კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ლადო მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი”, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (“ლევანტე”, ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი),

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

8 სექტემბერი. საქართველო – ესპანეთი. 20:00 სთ
12 სექტემბერი. ნორვეგია – საქართველო. 22:45 სთ

ორივე მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

6.56 მილიარდი დაიხარჯა ტრანსფერებზე: გაუმჯობესდა 2019-ის რეკორდი

მიქაუტაძის პირველი ვარჯიში: ამ ბიჭს ყველგან შეუძლია თამაში – ფოტო