მთელი საზაფხულო სატრანსფერო პერიოდი საბა საზონოვზე იწერებოდა, რომ მოსკოვს დატოვებდა და ევროპაში გააგრძელებდა კარიერას. ბევრი გუნდი დასახელდა და საბოლოოდ იქ მიდის, რომელიც არ ფიგურირებდა – „ტორინო“. ახალგაზრდა ქართველი მცველისთვის მშვენიერი ვარიანტია.
საზონოვმა მოსკოვის „დინამო“ უკვე დატოვა, ოთხშაბათს ტურინში იქნება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
ასე რომ, გამოდის სერია ა-ში 3 ქართველი გვეყოლება – კვარაცხელია, კვერნაძე და საზონოვი. ასეთი რამ კი არასოდეს მომხდარა.
ახალგაზრდა მცველი „უდინეზეს“ სურდა და 2 მილიონს იხდიდა, მაგრამ ტურინელებმა მილიონი დაამატეს და 3 მლნ ევროს ჩამოდიან.
ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციოც ავრცელებს.
„ტორინოს“ 2 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს, 3 სექტემბერს კი „ჯენოას“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings