in

მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მატჩი ძლიერ სლოვენიასთან წააგო, რომელმაც თვით ლუკა დონჩიჩი ჰყავს და მეორე მეოთხედში მსაჯებიც კარგა გვარიანად დაეხმარნენ. მიუხედავად ამ მარცხისა, ჩვენს გუნდს საუკეთესო შანსი აქვს გავიდეს ჯგუფიდან, საამისოდ ძალიან დიდი ანგარიშით არ უნდა წავაგოთ ვენესუელასთან, თუმცა რა დროს მარცხზეა საუბარი, როდესაც მესამე შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ეს მატჩი 30 აგვისტოს 12:00 საათზე დაიწყება.

ის, რომ ჩვენები მოსაგებად არიან შემართული კომენტარებიდანაც ჩანს.

გოგა ბითაძე:
„სლოვენია ძალიან ძლიერი მეტოქეა, მსაჯებიც არ გვწყალობდნენ. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მოგება მაინც შეგვეძლო. ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით დაცვაში. თუმცა ერთი მატჩით არ შემოიფარგლება, ამიტომაც მთლიანად უახლოეს მატჩზე ვართ გადართული. ვენესუელასთან პრინციპული თამაში გველის. წარმატების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 16 უძლიერეს ნაკრებს შორის მოხვდება, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ამბავია.

მომავალი მეტოქე კარგად შევისწავლეთ. ზუსტად ვიცით ვენესუელელთა ძლიერი და სუსტი მხარეები. გუნდი აქცენტს სწრაფ შეტევასა და ზუსტი სამქულიანების შესრულებაზე აკეთებს. ამ მხრივ მოწინააღმდეგე მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ და წინა ხაზში ჩვენი უპირატესობა გამოვიყენოთ. უკანდასახევი გზა არ გვაქვს – მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ და იმედია, გავიმარჯვებთ“.

იაპონიაშია და ნაკრებს ქომაგობს ჩვენი კალათბურთის ყველა დროის გამორჩეული ვარსკვლავი ზაზა ფაჩულია:
„სამწუხაროდ, სლოვენიასთან დავმარცხდით, მაგრამ პირველი ტაიმი კარგი იყო. ზუსტად ისეთი თამაში იყო, როგორიც გვინდოდა, მაგრამ ერთ პერიოდში გაგვექცა თამაში, დავკარგეთ კონტროლი. სლოვენია გამოცდილი გუნდია და საუკეთესო მოთამაშე ჰყავთ. თუმცა, ყველაფერი წინ არის. ჩვენ ვაკონტროლებთ ვითარებას, ვგულისხმობ მომდევნო ეტაპზე გადასვლას. შემდეგი თამაში უნდა მოვიგოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება. კარგია, რომ ბიჭებს დასვენების საშუალება ექნებათ. ეს მნიშვნელოვანია, რომ მოემზადონ როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად. ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, ისევ გვერდში დავუდგეთ ჩვენს ნაკრებს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფიფას რუბიალესის მოშორება უნდა, უეფა არ ჩაერევა: დედა ეკლესიაში ჩაიკეტა და შიმშილობა დაიწყო

კიდევ ერთი ჩვენიანი იტალიაში: საზონოვი ტორინოში მიდის