in

მესიმ ამერიკული ტელევიზიის რეკორდი დაამყარა: ლეოს თამაში ისტორიაში ყველაზე ნახვადი გამოდგა

ლეო მესის სადებიუტო მატჩმა „ინტერ მაიამის“ რიგებში რეკორდი დაამყარა ამერიკულ ტელევიზიაში.

TyC Sports ამტკიცებს, რომ ფლორიდის გუნდის თამაშს მექსიკურ „კრუს ასულთან“ (2:1) 12.5 მილიონმა ადამიანმა უცქირა. ეს კი ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე პოპულარული საფეხბურთო მატჩი გამოვიდა.

აღნიშნავენ, რომ ეს მატჩი უფრო მოთხოვნადი გახდა, ვიდრე ნბა-ს 2022 წლის ფინალური სერია. „ბოსტონისა“ და „გოლდენ სტეიტის“ დაპირისპირებას საშუალოდ 12.4 მლნ ადამიანი უყურებდა.

ისე კი ამერიკულ ტელევიზიაში ყველაზე ნახვადი მოვლენა სუპერბოულია. 2023 წლის ფინალს 115 მლნ ადამიანმა მიადევნა თვალ-ყური.

ვიდეო: მესის დებიუტი ამერიკაში – კინოა! გამარჯვების გოლი ჯარიმიდან 90+4 წუთზე გაიტანა

მესიმ კარიერაში 700 გოლი გაიტანა, ოღონდ პენალტები არ ითვლება: მნიშვნელოვანია წარმატებული სტარტი – თბილი ჩახუტება ლებრონთან (ვიდეო)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ნაკრებებში მოხვდა: ვის ვუსწრებთ, ვინ გვისწრებს

ლა ლიგის საჩვენებელი ინფოგრაფიკა: რეალმა ბარსაზე თითქმის 40-ჯერ მეტი დახარჯა