in

გვეგონა გავიდოდით: ბათუმმა შანსი და იმედი ტირანას გაატანა

ბათუმის „დინამო“ გავარდა: არადა, მოგების მოლოდინი იყო და არც თუ უსაფუძვლო. პირველ მატჩში მიღწეული მისაღები შედეგი, ასე თუ ისე კარგი შემადგენლობა, ქომაგი და სტადიონი, მწვრთნელი, ბოლო წლებში ევროტურნირებზე დაგროვილი გამოცდილება და მიუხედავად ანგარიშგასაწევი მეტოქისა, გამარჯვების მოთხოვნა საფუძველს მოკლებული არ ყოფილა. არ გამოვიდა.

„ტირანა“ 28-ე წუთზე დაწინაურდა: ფლანგური გადაცემა რეჯი ლუშკიამ გოლად აქცია, მშვიდად შეაგორა დაბალ კუთხეში. შესანიშნავად მოთამაშე ჩვენი მეკარე ამ შემთხვევაში ვერაფერს იზამდა. მერე და მერე კი ჩიჩკანმა არაერთხელ იყოჩაღა, თუნდაც პირველი ტაიმის სულ ბოლოს, როდესაც ურთულესი ბურთი მოიგერია.

ცხადია, მეორე ნახევარში ბათუმელების შეტევებს ველოდით, თუმცა განსაკუთრებული უპირატესობა არ გვქონია.
ძარიას და წიტაიშვილის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია, განსხვავებით 78-ე წუთზე ალბანელების იშვიათი შეტევისა, როდესაც დელიუმ გაიტანა და გამარჯვებულის ვინაობაც თითქოს გაირკვა.

„დინამომ“ ანგარიშში ჩამორჩენა 90-ე წუთზე მოახერხა. გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შექმნეს – გიორგი ღუდუშაურის ფლანგურ გადაცემას მათე ვაწაძემ თავით მიმართულება შეუცვალა, კარის წინ გახსნილმა თორნიკე კაპანაძემ კი ზუსტად დაარტყა.
მსაჯმა მთელი 8 წუთი დაამატა და იმედიც გაჩნდა, მაგრამ საგოლე მომენტამდე საქმე აღარ მისულა.

კონფერენსლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

დინამო (ბათუმი, საქართველო) – ტირანა (ალბანეთი) 1:2
პირველი მატჩი 1:1
20.07. ბათუმი. აჭარაბეთ არენა
0:1 ლუშკა (28. აბაზაის პასით), 0:2 დელიუ (78. იონუზის პასით), 1:2 თ. კაპანაძე (90. ღუდუშაურის პასით)

დინამო: ჩიჩკანი – მამუჩაშვილი, კობახიძე, ბალიჩი (9. რეხვიაშვილი), გიორბელიძე – ლიტვინენკო (57. ჩაბრაძე), ტეიდი (81. თ. კაპანაძე) – წიტაიშვილი (81. ღუდუშაური), ზარია, ბიძინაშვილი (46. ვაწაძე) – ფლამარიონი
სათადარიგოები: ხარატიშვილი, კვასხვაძე – ბაგრატიონი, იაკობსენი, ქაფიანიძე, მოსიაშვილი, ფაღავა
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ტირანა: სელმანი – ნაიდოვსკი, ჰოჯალარი, დოკა, პერგჯონი – ლაფიტი (67. ჰაჯიუ), ლუშკა (74. დელიუ), იონუზი, ჰილა – ჰასანი, აბაზაი (84. ლულაი)

გაფრთხილება: ჰილა (60), ტეიდი (62), დელიუ (80), დოკა (80)
არბიტრი: ფ. მარესკა (იტალია)

გია გეგუჩაძე („დინამოს“ მწვრთნელი):

„მარცხის მიზეზებზე ახლა საუბარი რთულია. ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით და ეს ამოცანა არ შესრულდა.
ალთუნაშვილის წასვლით ბევრი რამ დავკარგეთ. ვინმეს დამატება გამორიცხულია, რესურსებზე აქამდეც ვმუშაობდით. ვნახეთ, რომ მამუჩაშვილი მეორე ტაიმში საყრდენად გამოვიყენეთ. ნაადრევი ცვლილება, რაც დღეს მოხდა, სასურველი არასდროს არაა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მჯერა და მეიმედება, რომ აუცილებლად გაიმარჯვებთ: კვარაცხელიამ ბათუმს მიმართა

რა დილა გათენდა… გორი ევროპაში დამსახურებულად დარჩა – ვიდეო