გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” ახალი სეზონისთვის ემზადება. ესპანურმა გამოცემა AS-მა “ღამურების” შესახებ სტატია გამოაქვეყნა.
“კლუბის მძიმე ფინანსური სიტუაციის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდმა შემადგენლობა გააუმჯობესოს. ეჭვგარეშეა, რომ მამარდაშვილი კიდევ უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს. სავარაუდოდ “ვალენსია” სილესენს გაყიდის, წასვლა თავად მოთამაშესაც სურს, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად მეტი პრაქტიკის მიღება სურს. ხაუმეს და რივერო მამარდაშვილის კონკურენტები იქნებიან.
გუნდის ახალ თავკაცს ჯენარო გატუზოს სურს სამივე მეკარეს დააკვირდეს და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. თუ “რინო” გადაწყვეტს, რომ მამარდაშვილს კონკურენტად გამოცდილი მეკარე დასჭირდება, ვალენსიელები ვეტერანი
გოლკიპერის, ვისენტე გუაიტას კანდიდატურას განიხილავენ. ესპანელი კიპერი 3 წლის წინ დაბრუნებასთან ახლოს იყო, თუმცა გუაიტამ “კრისტალ” პალასთან” კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა”.
GIPHY App Key not set. Please check settings