in

კვარამ მეორე ტაიმში მოუმატა, გვარდიოლა კი რაღაცას თამაშობს – სპალეტის კომენტარი

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე უპრობლემოდ გაიარა „აინტრახტის“ ბარიერი – სტუმრად 2:0 და და შინ 3:0. ნეაპოლური გუნდი ისტორიაში პირველად გავიდა ლიგის ¼ ფინალში.

მატჩის შემდეგ იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

„ეს შესანიშნავი შედეგია. შესანიშნავი შეგრძნებაა და გულშემატკივრებთან ერთად ყველანი აღფრთოვანებული ვართ. ახლა აუცილებელია კონცენტრაცია შევინარჩუნოთ და საქმისადმი მიდგომა არ შევცვალოთ. ყველაფერი კარგად გავაკეთეთ და ძლიერ მოწინააღმდეგესთან საკმაოდ აზრიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ, რაც ყველაზე მეტად მახარებს.

რაც შეეხება ოსიმენს, ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, გვიხარია, რომ ასეთ წარმატებულ სეზონს ატარებს. რამდენიმე ძლიერი ინდივიდუალური თვისება გააჩნია. ველოდები, რომ მისნაირად შემდეგ ეტაპზე ვინმე სხვაც გაიბრწყინებს.

მეტოქე პირველ ტაიმში მჭიდროდ გვეთამაშებოდა, ამიტომ თავიდან გაგვიჭირდა. მეორე ნახევარში კვარამ და პოლიტანომ მოუმატეს და გამოსავალიც ვიპოვეთ.

პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ “ნაპოლი” ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდია? ამით არ ვამაყობ, ამ ხერხით მეტოქე შენზე ზეწოლას ახდენს. ეს კომპლიმენტი კი არა, პატარა ხრიკია, რომელიც რეალურად უფრო ზეწოლას ჰგავს და არაფერში გვჭირდება“.

ნაპოლი ¼ ფინალშია, როგორ ითამაშა კვარამ და რა დაუწერეს

გავიდა ის, ვინც დაიმსახურა – ნაპოლი პირველად: ლივერპულს მარტო ესპანელები უგებენ – შენი ჰიმნი ჩემს ნაცვლად

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გავიდა ის, ვინც დაიმსახურა – ნაპოლი პირველად: ლივერპულს მარტო ესპანელები უგებენ – შენი ჰიმნი ჩემს ნაცვლად

წილისყრა ხვალაა: იტალია დომინირებს – ნაპოლი შესაძლოა უკვე ნებისმიერს შეხვდეს