in

გავიდა ის, ვინც დაიმსახურა – ნაპოლი პირველად: ლივერპულს მარტო ესპანელები უგებენ – შენი ჰიმნი ჩემს ნაცვლად

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დასრულებულია და ყველა მეოთხედინალისტი გაირკვა. სასიხარულოა, რომ ევროპის 8 საუკეთესო გუნდში ქართველი ფეხბურთელიც არ არის და თან არც თუ უშანსოდ კიდევ წინ წაიწიოს.

ბოლო სათამაშო დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო, ¼ ფინალის საგზურები ზედმეტი გართულების გარეშე მოიპოვეს „ნაპოლიმ“ და „ლივერპულმა“.

რეალი – ლივერპული 1:0
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 63 127 მაყურებელი
გოლი: ბენზემა (78)

„რეალი“ მე-19 ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში. უფრო ხშირად მარტო „ბაიერნი“ გასულა.

„რეალმა“ „ლივერპულს“ ბოლო 8 მატჩიდან 7 მოუგო, საერთო ანგარიშია – 17:4.

კლოპის „ლივერპულს“ ევროთასებიდან მხოლოდ ესპანური გუნდები აგდებენ.

ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 33-ე გოლი გაიტანა. მეტი მარტო რონალდოს (67) და მესის (49) აქვთ.

ბენზემამ 19 გოლი გაუტანა ინგლისურ კლუბებს ჩემპიონთა ლიგაზე. მეტი მარტო მესიმ – 27.

კლოპი: „არ შეიძლება „ბერნაბეუზე“ მოხვიდე და რამის იმედი გქონდეს. წინ წავიდა ის, ვინც დაიმსახურა“.

ანჩელოტი: „მომენტები გვქონდა, დაცვაში საიმედო ვიყავით. უპირატესობის მიუხედავად, არ მოვდუნებულვართ“.

„ბერნაბეუზე“ You’ll Never Walk Alone ჩართეს „რეალის“ ჰიმნის ნაცვლად. ეს იყო საპასუხო აქცია იმაზე, რომ პირველ შეხვედრაში „ენფილდზე“ „რეალის“ ლეგენდას ამანსიოს პატივი მიაგეს.

„ნაპოლი“ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

სერია ა-ს სამი კლუბი ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში პირველად გავიდა 2006 წლის შემდეგ.

ვიქტორ ოსიმენი პირველი ფეხბურთელია „ნაპოლიდან“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის რაუნდის ორივე მატჩში გაიტანა.

ოსიმენს 2023 წელს 14 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი.

ოსიმენმა „ნაპოლისში“ 90 მატჩში 51 გოლი გაიტანა.

ნაპოლი – აინტრახტი 3:0 (2:0)
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“. 49 082 მაყურებელი
გოლები: 1:0 ოსიმენი (45+2), 2:0 ოსიმენი (53), 3:0 ზელინსკი (67-პენ)

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, მინ-ჟაე კიმი (66. ჟუან ჟეზუში), მარიო რუი, ზამბო-ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი (74. ნდომბელე), პოლიტანო (66. ლოსანო), კვარაცხელია (74. ელმასი), ოსიმენი (81. სიმეონე).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლი ¼ ფინალშია, როგორ ითამაშა კვარამ და რა დაუწერეს

კვარამ მეორე ტაიმში მოუმატა, გვარდიოლა კი რაღაცას თამაშობს – სპალეტის კომენტარი