in ,

ლუჩანო სპალეტი იტალიის საუკეთესო მწვრთნელია

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო და ისე რომ შემოდგომას არ ელოდება, წიწილების დათვლა უკვე დაიწყო. ნეაპოლური კლუბის ფეხბურთელებს საუკეთესოებად ასახელებენ და ახლა მწვრთნელის ჯერიც დადგა.

ლუჩანო სპალეტი სერია ა-ს 2022/23 წლების სეზონის მწვრთნელად დასახელდა. არაფერია გასაკვირი ამ გადაწყვეტილებაში, „ნაპოლი“ ხომ მთელი სეზონი დომინირებდა და ულაპარაკოდ აჯობა ყველა მეტოქეს.

„სპალეტიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სკუდეტოს ნეაპოლში დასაბრუნებლად, ბოლო ტრიუმფიდან 33 წლის შემდეგ“, – დაწერა სერია ა-მა სოციქსელებში.

„ნაპოლის“ ერთი მატჩი დარჩა, კვირას „სამპდორიასთან“ და სპალეტისაც მატჩის დაწყებამდე დააჯილდოვებენ. თანაც ეს იქნება ბოლო თამაში მისთვის „ნაპოლის“ თავკაცად.

გამარჯვებული კი სპორტული გაზეთების რედაქტორებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეარჩია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინმა სეზონი დაასრულა: ტენერიფე უნიკახამ და ვირუსმა დაამარცხა

მიქაუტაძისთვის ინგლისური კლუბები იბრძვიან და ფულსაც ჩამოდიან: გიორგის ფასი ემატება