საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია ბაქოს „ნეფთჩის“ ფეხბურთელი გახდა. ეს ამბავი უკვე დადასტურებულია, აზერბაიჯანულმა კლუბმა ჩვენიანი უკვე წარადგინა.
„მე უკვე აქ ვარ – ახალი ისტორია დავიწყოთ ერთად“, – ასე მიმართა საბამ იქაურ ქომაგებს.
30 წლის კვირკველიამ ბაქოში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. კონტრაქტი ორწლიანი იქნება.
შეგახსენებთ, კვირკველიას უთამაშია ყაზანის „რუბინში“, ნიჟნეკამსკის „ნეფტოხიმიკში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, ვოლგოგრადის „როტორში“, ხარკოვის „მეტალისტსა“ და ბოლოს, ცოტა ხნით „გაგრაში“ იყო.
მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ იყო საუბარი, რომ საბა ბუქარესტის „სტიაუას“ პრეზიდენტს სურდა, მაგრამ როგორც ჩანს აქედან საბოლოოდ არაფერი გამოვიდა.
„ნეფთჩი“ კი კონფერენსლიგაზე გავიდა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის „არისს“ შეხვდება (21 და 28 ივლისს).
ამჟამად კი „ნეფთჩი“ თურქეთშია. გუნდი სამ საკონტროლო შეხვედრას გეგმავს.
GIPHY App Key not set. Please check settings