in ,

კვირკველია პრეზიდენტს სურს, კაკაბაძემ კრაკოვია ავსტრიაში დაიწყო

ბუქარესტის „სტიაუას“ პრეზიდენტ ჯიჯი ბეკალის საბა კვირკველიას მიყვანა სურს, ხოლო სპორტული დირექტორი მისთვის სასურველ ფეხბურთელებს ლობირებს.
კომენტარები ამ თემაზე არაერთი გაკეთდა.
ბეკალიმ გუნდში ორი ცენტრალური მცველი მიიყვანა (ჯოისკიმ დაუა და რაშიდ ბუენა) და პლუს ტანმაღალი საბა კვირკველიაც სურს.

მიჰაი სტოიკა კი ამბობს, რომ მოთამაშეებს კიდევ დაიმატებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „სტიაუა“ კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

თუმცა ბეკალი შეუვალია:
„მოლაპარაკება გვაქვს ქართველთან, რომელიც ევროკავშირის მოქალაქე არ არის. მას ხელფასად 15 ათასი ევრო უნდა. ის 196 სმ სიმაღლისაა. არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს და არ მჭირდება ემოციები“.

ამასობაში„კრაკოვიასთან“ ერთად ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრა ოთარ კაკაბაძე.
პოლონურმა კლუბმა ორი სპარინგი უკვე გამართა. პირველ შეხვედრაში ავსტრიულ „ლინცერს“ დაუპირისპირდა და 2:0 მოუგო. ჩვენიანი მეორე ტაიმში შევიდა და ყვითელი ბარათი მიიღო.
„კრაკოვია“ ამის მერე პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდა და 0:0 ითამაშა. კაკაბაძე უკვე ძირითდში იყო და მეორე ნახევარში შეცვალეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წიტაიშვილი კიევის დინამოშია და შვეიცარიაში ემზადება

ასტონ ვილამ სტადიონის რეკონტრუქციის პირველადი გეგმა წარადგინა… გზა 50 000-იან არენამდე