in ,

თელაველები უცხოეთში წავიდნენ: თოლორდავა სერბეთში, ქანთარია აზერბაიჯანში

„თელავი“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა და ამის შესახებ თავად კლუბმა აცნობა. გუნდმა ფეისბუქგვერდზე სიახლე გაავრცელა და დაწერა.

მადლობა ბიჭებო!
ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “თელავი”, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სამ ფეხბურთელს დაემშვიდობა – ჩვენი გუნდი 25 წლის კაპიტანმა და მცველმა ანტონ თოლორდავამ, 25 წლის ნახევარმცველმა გიორგი ქანთარიამ და 29 წლის ნახევარმცველმა ბიძინა მახარობლიძემ დატოვეს.
თოლორდავა კარიერას სერბეთის პრემიერლიგის მეოთხეადგილოსან კლუბ ნიშის “რადნიჩკიში” გააგრძელებს, ქანთარიამ აზერბაიჯანს მიაშურა და იქაური პრემიერლიგის კლუბ განჯის “ქიაფაზში” გადავიდა, ხოლო მახარობლიძე ჯერჯერობით, უგუნდოდაა.
“თელავი” მადლობას უხდის ანტონს, გიორგის და ბიძინას გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხოშ გელდი სოლო: კვირკველია ნეფთჩიში გადავიდა – ვიდეო

სკუდეტო კი არა, ოთხეულიც რთული იქნება: სპალეტი ტოპებთან ჭიდაობას აპირებს