in ,

თელავს გიორგი მიქაძე გაწვრთნის

Crystalbet ეროვნული ლიგაში ჯერ მხოლოდ 13 ტურია გასული და “თელავს” უკვე მესამე მწვრთნელი ჰყავს. მომავალი ტურიდან კახელებს გიორგი მიქაძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას “თელავის” პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი მიქაძე სხვადასხვა დროს თბილისის “დინამოში”, “ლოკომოტივსა” და “ზესტაფონში” თამაშობდა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 2013 წლიდან სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო და წარმატებით მუშაობდა – „ზესტაფონში“, მარტვილის „მერანში“, საქართველოს 17, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში, „სამტრედიაში“.

გუნდის პრესსამსახურის ცნობით, სამწვრთნელო შტაბში სხვა სიახლეებიცაა – ბესიკ აბულაძე, ვინც „თელავს“ რევაზ გოცირიძის წასვლის შემდეგ დროებით წვრთნიდა, მიქაძის პირველი თანაშემწე იქნება, ხოლო მეორე ასისტენტად ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, 39 წლის სერგი ორბელაძე იმუშავებს, მეკარეებს 44 წლის ლევან აბაშიძე გაწვრთნის, რომელსაც „დინამო თბილისის“ აკადემიაში უმუშავია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთა ხინჩაგაშვილს რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენიდანაც გადაიტანეს