in

კაშიას და სანიოლის არჩევანი: ვის მისცეს ხმა საქართველოს ნაკრებიდან

ფიფამ The Best დაჯილდოება მოაწყო და სხვადასხვა ნომინაციებში 2022 წლის საუკეთესოები გამოავლინა.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ ეროვნული ნაკრებების კაპიტნებისა და მთავარი მწვრთნელების, ასევე მედიისა და გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად.

The Best მესია: ფიფამ წლის ჯილდოები ჩამოარიგა

წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ლეო მესიმ მიიღო. არგენტინელს მწვრთნელებისგან 728 ქულა დაუგროვდა, კაპიტნებისგან – 717, მედიისგან – 836, ხოლო ქომაგებისგან – 1 345 851.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი.

კაშიას სამეული ასეთია: მესი, მბაპე, მოდრიჩი.
სანიოლმა გამარჯვებული სამეული კი „გამოიცნო“, უბრალოდ პირველ და მეორე ადგილოსნებს ადგილები შეუცვალა – მბაპე, მესი, ბენზემა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უკვე მეშვიდე: ხვიჩა ოქროს ბურთის რეიტინგში კიდევ დაწინაურდა

დაწექით დაიძინეთ: ვინ ვის მისცა ხმა და ვინ ვინ დაბლოკა