in

დაწექით დაიძინეთ: ვინ ვის მისცა ხმა და ვინ ვინ დაბლოკა

ფიფას The Best გამარჯვებულებს ეროვნული ნაკრებებსი კაპიტნები და მწვრთNელებიც ავლენდნენ. როგორც ხდება ხოლმე, კონკურენტებმა ახლაც დაბლოკეს ერთმანეთი. თავის სტიქიაშია კრიშტინო რონალდოც.

The Best მესია: ფიფამ წლის ჯილდოები ჩამოარიგა

აი რამდენიმე საინტერესო ფაქტი.

წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა ლეო მესიმ 52 ქულა აიღო, მბაპემ – 44 და ბენზემამ – 34. ლევანდოვკი და ვინისიუსი ტოპ 10-ში ვერ მოხვდნენ.

ლეო მესიმ ფიფას The Best მეორედ მოიგო კარიერაში და ამით დაეწია რონალდოსა და ლევანდოვსკის.

მესიმ პირველი ადგილი ნეიმარს მისცა. მბაპე – მეორეა და ბენზემა – მესამე.

გამარჯვებულმა წლის მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მბაპე და ბენზემა არ შეიყვანა ტოპ 3 ფეხბურთელში: 1. მესი; 2. ალვარესი; 3. მოდრიჩი.

თავად სკალონიმ 28 ქულა დააგროვა და ანჩელოტის (17) და გვარდიოლას (12) გაასწრო.

ემილიანო მარტინესმა საუკეთესო მეკარის გამოკითხვაში 26 ქულა მოაგროვა, კურტუამ – 20 და ბუნომ – 14.

კრიშტიანო რონალდო არ მონაწილეობდა ხმის მიცემაში. როგორც პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა არჩევანი პეპემ გააკეთა და მესი სამეულში არ შეიყვანა.

კაშიას და სანიოლის არჩევანი: ვის მისცეს ხმა საქართველოს ნაკრებიდან

მესი:
„ეს მთელი არგენტინის ჯილდოა. მინდა მბაპე და ბენზემა აღვნიშნო, მათ შესანიშნავი წელი ჰქონდათ.
მინდა მადლობა ვუთხრა თანაგუნდელებს და მწვრთნელს. მათ გარეშე აქ არ ვიქნებოდი.
ოცნება ავისრულე ამდენი ბრძოლის შემდეგ.
მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება ყველაზე მშვენიერი რამაა, რაც შემემთხვა.
მადლობა ჩემ ოჯახს, არგენტინელ ხალხს.
მინდა ვაკოცო ჩემ შვილებს, რომლებიც ახლა მიყურებენ, მიყვარხართ… ახლა კი დაწექით დასაძინებლად“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კაშიას და სანიოლის არჩევანი: ვის მისცეს ხმა საქართველოს ნაკრებიდან

ბრაზილიაში რეკლამის ღმერთები მუშაობენ: თუ ფეხბურთელი ბურთს აცილებს, ეკრანზე სათვალის ყიდვის შეთავაზება ჩნდება