in

მაკარიძე პორტუგალიაში რჩება

Diario de León-ის ცნობით, 32 წლის მეკარე გიორგი მაკარიძემ ესპანეთის მეორე ლიგის “პონფერადინა” დატოვა.

გამოცემა იტყობინება, რომ კლუბმა მაკარიძის თხოვნა კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე დააკმაყოფილა. ქართველს “მარიტიმუს” ამჟამინდელი მწვრთნელი ხოსე გომესი იწვევს, რომელიც “პონფერადინას”თვენახევრის წინ დაემშვიდობა.

მაკარიძე “პონფერადინაში” ზაფხულში გადავიდა და ამ გუნდის შემადგენლობაში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის პორტუგალიაში 2014-2020 წლებში ოთხ სხვადასხვა გუნდში თამაშობდა.

“მარიტიმუ” პორტუგალიის ჩემპიონატზე ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. სხვათა შორის, 8 იანვარს საკუთარ მოედანზე ლისაბონის “სპორტინგს” 1:0 სძლიეს და პრიმეირა ლიგაში ადგილის შენარჩუნების იმედი აქვთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ურევერანსო: გარეთ ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

მამუკელაშვილს არ უთამაშია, “დენვერმა” “ლეიკერსი” დამაჯერებლად დაამარცხა