in ,

ურევერანსო: გარეთ ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. ბოლო წლებში გარეთ ბეილის პერსონა გოლფით ან ესპანური ენის შეგნებული არ სწავლით თუ გვამახსოვრდებოდა, მაგრამ კარი ხომ გაიჯახუნა? – 1958 წლის შემდეგ პირველად უელსის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე ითამაშა და კაპიტნის სამკლავურიც, სწორედ მას ეკეთა.

ერთ დროს ყველაზე ძვირადღირებული ბრიტანელი, რომლის სანაცვლოდაც “რეალმა” “ტოტენჰემს” 96 მილიონი ევრო გადაუხადა. მოლოდინისგან სრულიად კონტრასტულ რეალობაში აღმოჩენილ ბეილს მადრიდში თავის დამკვიდრება გაუჭირდა და მიზეზი აქაც ტრავმებია… სეზონიდან სეზონამდე ბეილი ლაზარეთში გაცილებით მეტ დროს ატარებდა, ვიდრე მინდორზე.

ორი კადრი: 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი არაამქვეყნიური სილამაზის გოლი და სპრინტი ბარტრას წინააღმდეგ – ალბათ, ყველაზე გამორჩეული კონკრეტული კადრები 33 წლის უელსელის კარიერიდან. მაშინ, როდესაც ბევრისათვის რენესანსის პერიოდი იწყება ბეილმა მაშინ ჩამოკიდა ბუცები ლურსმანზე.

ბოლოს, ბეილი ფეხბურთზე ხშირად გოლფის შესახებ საუბრობდა და კარიერაც აშშ-ში განაგრძო, რათა გოლფი კომფორტულად ეთამაშა.

ბევრისთვის, ვერ აღმოცენებული ტალანტი, ბევრისთვის გადაფასებული ან დაუფასებელი, მაგრამ ის, რასაც ბეილი დეზების მაისურით აკეთებდა, საუცხოო იყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უგო ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

მაკარიძე პორტუგალიაში რჩება