in

გოლფის მოედნები გაქვთ? – მაშინ თქვენი ვარ: გარეთ ბეილი ლოს ანჯელესში გადავიდა

რა უცნაური და მუხანათი რამეა ეს ცხოვრება. 2013 წელს, გარეთ ბეილი მადრიდის „რეალს“ შეუერთდა და სამეფო კლუბმა მის სანაცვლოდ 85.5 მილიონი გირვანქა გადაიხადა. მოლოდინი რამხელა იყო და რა გამოვიდა ამაზე საუბარი შორს წავგიყვანს. ისე კი, ბოლო პერიოდში ბეილი სულ გოლფზე საუბრობდა…


ჰოდა, მოსწყინდა მადრიდის „რეალს“ გუნდში ტაიგერ ვუდსის ყოლა და ბეილს სთხოვეს, იქნებ სხვაგან წახვიდეო… 32 წლის უელსელს კი მსურველთა არმია ჰყავდა, მაგრამ არჩევანი ამერიკაზე შეაჩერა. ცილის წამება არ გვინდა, მაგრამ ამერიკაში იმდენი გოლფის მოედანია…

ბეილმა, ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ლოს ანჯელესს“ შეუერთდა და გუნდთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მოთამაშე, რომელსაც უდიდეს კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ ბოლოს, მხოლოდ გოლფზე საუბრობდა. ითამაშეო რომ ეუბნებოდნენ, ვერა პატივცემულო ტრავმა მაქვსო ამბობდა და მეორე დღეს მალიორკაში კვადროციკლითა და გოლფის ჯოხებით ხედავდნენ…
258 მატჩში 106 გოლი, მოგებული 5 ჩემპიონთა ლიგისა და 3 ლა ლიგის ტიტული. ასეთია ბეილის მადრიდული მონაგარი. ტიტულები ოხრად, მაგრამ სულ სხვა მოლოდინი იყო. აბა, წარმატებები გარეთ, ტაიგერ ვუდსს უკვე ხელები ექავება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტეოს გოლი ყველას სჯობს: იტალიაში საუკეთესო გოლი გამოავლინეს – ვიდეო

პსჟ გალტიეს კვირის ბოლომდე წარადგენს