in ,

მაკარიძემ პენალტი მოიგერია: ალმერია კოპა დელ რეის მომდევნო ეტაპზეა

ესპანეთის თასის, კოპა დელ რეის საწყის ეტაპზე გიორგი მაკარიძის “ალმერია” “აგილას” დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა. ქართველი მეკარე “ალმერიას” ძირითად შემადგენლობაში იყო და პენალტების სერიაში ხავი პერესის დარტყმულიც მოიგერია.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. “აგილას” მხრიდან გოლი კალე უჩემ გაიტანა, “ალმერიას” შემადგენლობაში კი თავი ხუან ვილარმა გამოიჩინა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს კოპა დელ რეის შეხვედრას “ვალენსია” გამართავს, რომელშიც ხოსე ბორდალასის გუნდი “უტრილიასს” დაუპირისპირდება. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ მატჩში “ღამურების” კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

ესპანური მედია: კოპა დელ რეიზე ბორდალასმა შესაძლოა შანსი მამარდაშვილს მისცეს

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დინამოში დიდი ცვლილებები დაიწყო: გუნდს ბევრი ფეხბურთელი დატოვებს

ლევან მაისაშვილი: მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად ვიცით და მათგან განსაკუთრებულს არ ველით