in

ილია სულამანიძემ ვერცხლი, ლუკა მაისურაძემ კი ბრინჯაო მოიპოვა

იერუსალიმის მასტერსზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ფინალში ნიდერლანდელ სიმეონ კატარინას დამატებით დროში გაფრთხილებებით სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

21 წლის სულამანიძემ ფინალამდე საერთო ჯამში 16 წუთში შომბორ ვეგი (უნგრეთი), ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი),  პეტერ პალჩიკი (ისრაელი) და ჯაფარ კოცოევი (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) დაამარცხა.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მაისურაძემ უზბეკ დავლათ ბობონოვს სძლია, ხოლო ბექა ღვინიაშვილი ბრაზილიელ რაფაელ მასედოსთან დამარცხდა.

გუშინ ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გუარდიოლა: მესი ყველა დროის საუკეთესოა!

26 დეკემბერს ფეხბურთის ფედერაციის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება