in

26 დეკემბერს ფეხბურთის ფედერაციის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

26 დეკემბერს სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, GFF Awards 2022 გაიმართება.

GFF Awards 2022-ზე საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

2022 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
2022 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
2022 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
2022 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე
2022 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი
2022 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი
2022 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი
ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2022 წლის საუკეთესო 17 და 19 წლამდე მოთამაშეებისთვის (გა

დაეცემათ 2006 და 2004 წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს)

ტრადიციულად, დაჯილდოებაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესოები გამოვლინდებიან.

2022 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გამოკითხვაში ჩართული იყვნენ სპორტული მედიის წარმომადგენლები.

GFF.GE

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ილია სულამანიძემ ვერცხლი, ლუკა მაისურაძემ კი ბრინჯაო მოიპოვა

კობიაშვილი უეფას აღმასკომისთვის იბრძოლებს