in

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს დასჯერდა

ერთი ბრინჯაოს მედლის ამარა დავრჩით -100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. ჩვენი ნაკრების ლიდერმა ილია სულამანიძემ დასანანი მარცხი იწვნია ნახევარფინალში რუს მეტოქესთან და ბრინჯაოს მედლისთვის საბრძოლველად გადაერთო.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ქართველი ფალავანი სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ვიქტორ ადამს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ვაზარის ილეთით იმარჯვა.

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა მიხეილ ჯაფარიძეს, მაგრამ იგი პოლონელ მიხაელ იეძეიევსკისთან დამარცხდა და ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.

ნიკა ხარაზიშვილი ევროპის ჩემპიონია

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიკა ხარაზიშვილი ევროპის ჩემპიონია

საბა ინანეიშვილმა ფინალი წააგო და ევროპაზე ვერცხლს დასჯერდა