ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. მოგეხსენებათ, 34 წლის ქართველი ექს-ოძეკი წელის ტრავმის გამო, კიუშუ ბაშოზე არ უნდა ეასპარეზა, მაგრამ ქართველი გოლიათი მეხუთე დღეს დაბრუნდა.
კიუშუ ბაშოს მეხუთე დღეს დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კაგაიაკი იორიკირის ილეთით დაამარცხა. სასტარტო შეჯახების შემდეგ მცირე უპირატესობა თითქოს იაპონელმა სუმოისტმა მოიპოვა, თუმცა, ლევანმა კონტრიერიში წამოიწყო, მოწინააღმდეგე დოჰიოს კიდესთან მიიყვანა და მისი დამარცხება აღარ გასჭირვებია.
მოგეხსენებათ, სუმოში ტრავმის გამო გამოტოვებული ორთაბრძოლები მებრძოლს წაგებაში ეთვლება, რის გამოც ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე ბალანსი 1:4-ზე აქვს. ტოჩინოშინს მინიმუმ 5 გამარჯვება სჭირდება, იმისათვის რომ მაკუუჩი დივიზიონში (უმაღლესი დივიზიონი) ადგილი შეინარჩუნოს.
GIPHY App Key not set. Please check settings