in

ერთ ნაბიჯში მთავარ მიზანთან: ტოჩინოშინის მეოთხე გამარჯვება კიუშუ ბაშოზე

34 წლის ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

წლის დასკვნითი სუპერტურნირის მე-12 დღეს ქართველმა ექს-ოძეკმა მე-7 მაეგაშირა ჩიოშომას დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ქართველმა სუმოისტმა კიუშუ ბაშოს 4 სასტარტო დღე ტრავმის გამო გამოტოვა და მართალია, მას მერე 4 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა, მაინც გაცილებით ახლოსაა უარყოფით ბალანსთან.

ლევან გორგაძეს ჯამში 7 წაგება გააჩნია და იმისთვის, რომ საშემოდგომო სუპერტურნირის თავზე სარეიტინგო წინსვლა ჰქონდეს, დარჩენილი 4-ვე ორთაბრძოლის მოგება სჭირდება. არის უფრო მნიშვნელოვანი მიზანიც: მინიმუმ 5 გამარჯვების დაფიქსირების შემთხვევაში, გორგაძე ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს, საწინააღმდეგო ვარიანტში კი, ჯურიოში დაქვეითდება.

ხვალ, ტოჩის მეტოქე მე-16 მაეგაშირა სადანოუმი იქნება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიშა ბერიშვილი: გულშემატკივრებისგან დიდ ენერგიას ვიღებთ – ყველა მატჩში მოსაგებად ვიბრძოლებთ

დავით ნინიაშვილი შემოდგომის ტესტების გამორჩეულ მორაგბეთა შორის მოხვდა