in ,

ლაშა სალუქვაძე: ფაქტია, სანიოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატს აკვირდება – ვოლკოვი მაღალი დონის თავდამსხმელია

საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი ზედიზედ სამი გამარჯვებით დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯერ კოსოვოს და შვედეთს მოუგო, შემდეგ ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთიც დაამარცხა.

შვედეთისა და უზბეკეთის წინააღმდეგ “ჯვაროსნების” შემადგენლობაში პირველი შეხვედრები ჩაატარა, აზერბაიჯანული “ზირას” თავდამსხმელმა დავით ვოლკოვმა, რომელმაც უზბეკეთთან გატანაც მოახერხა.

ვოლკოვის სადებიუტო გოლი: საქართველოს ზედიზედ მესამე გამარჯვება

ვოლკოვის კარგი სანაკრებო დებიუტის შემდეგ, Azerisport საქართველოს ნაკრების ყოფილ მცველ ლაშა სალუქავაძეს დაუკავშირდა, რომელიც ერთი პერიოდი ბაქოს “ინტერშიც” თამაშობდა და მან დავით ვოლკოვის შესახებ ესაუბრა.

“დავით ვოლკოვი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის სწრაფი თავდამსხმელია, რომელსაც გოლის გატანის საოცარი ალღო აქვს და თავით თამაშითაც გამოირჩევა. ფაქტია, რომ სანიოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატს აკვირდება.

ადრე, საქართველოს ნაკრებში დიდი კონკურენცია იყო და კარგი შემტევები თამაშობდნენ, ამიტომაც აზერბაიჯანის ჩემპიონატში მოთამაშეებს ნაკრებში მოხვედრის შანსი არ ეძლეოდათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდი ფეხბურთელები იყვნენ. ვოლკოვმა დამტკიცა, რომ ძლიერი ფორვარდია”, – თქვა ლაშა სალუქვაძემ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წყევლა: ალჟირმა მეტოქე შავ მაგიაში დაადანაშაულა და წყევლის მოსახსნელად ეკზორცისტი გამოიძახა

ტოჩინოშინი იორიკირით დაბრუნდა: ქართველ გოლიათს კიდევ 4 გამარჯვება სჭირდება