in ,

ესპანური მედია: კვარაცხელიათი ვილიარეალი ინტერესდება

ქართული ფეხბურთის “ვარსკვალვთბიჭუნას” ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება ბევრ კლუბს სურს. ყოველ შემთხვევაში ბევრს წერენ, მაგრამ წერიას და ლაპარაკს რა უნდა, ხომ გაგიგიათ “ენას ძვალი არ აქვსო” და რასაც გინდა იმას იტყვი, მაგრამ მთავარი საქმეა. ჰო და, კვარაცხელია ზოგს “მილანში” მიყავს, ზოგს “იუვენტუსში”, მაგრამ აგერ ისევ ყაზანის “რუბინშია”.

ამჯერად კვარაცხელიას შესახებ ესპანური ვებგვერდი Fichajes.net წერს და აღნიშნავს, რომ 20 წლის ქართველი გარემარბი “ვილიარეალს” სურს.

“ხვიჩა თბილისში დაიბადა. თბილისი საქართველოს დედაქალაქია და ამ ქვეყანას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. კვარაცხელიას დიდი ნიჭი აქვს და ეს ნიჭი იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთის ძალიან ლამაზ სტილში თამაში შეუძლია. მას ყველანაირი მონაცემი აქვს, ნამდვილი ვარსკვლავი გახდეს.

ხვიჩა კვარაცხელია, ამჯერად ყაზანის “რუბინში” თამაშობს და როგორც თავად ამბობს მისი საოცნებო კლუბი მადრიდის “რეალია”. ორი აზრი არაა, რომ ადრე თუ გვიან ქართველი ესპანეთში აღმოჩნდება და ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც კვარაცხელიას შეძენა სურს “ვილიარეალია”. ყველასთვის ცნობილია, რომ “წყალქვეშა ნავის” ლიდერით არნო დაჯუმათი არაერთი კლუბი, მათ შორის ინგლისური “ლივერპულია” დაინტერესებული და უდიდესი ალბათობით იგი კლუბს დატოვებს. “ვილიარეალში” მის შემცვლელად სწორედ კვარაცხელიას მოიაზრებენ”, – წერს გამოცემა.

ნაპოლი წაიყვანე კვარაცხელია – ის მარადონასავით კაშკაშებს

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უზბეკეთთან პირველი მატჩი ექსპერიმენტული შემადგენლობით ვითამაშეთ და ფრეს დავჯერდით

ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კლოდ სორელი დააჯილდოვეს