in ,

ნაპოლი წაიყვანე კვარაცხელია – ის მარადონასავით კაშკაშებს

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ყურადღების ცენტრშია. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრაში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე საუბრები ისევ გააქტიურდა.

ამჯერად, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ 20 წლის ქართველი გარემარბი “ნაპოლის” პროფილის ფეხბურთელია და ის ნეაპოლელებმა აუცილებლად უნდა შეიძინონ. იტალიელი ჟურნალისტი წერს, რომ კვარაცხელია მარადონასავით კაშკაშებს და ის “ნაპოლისთვის” დიადი არგენტინელის სახელის გამგრძელებელი იქნება.

“ხვიჩა კვარაცხელია სწორედ “ნაპოლის” პროფილის ფეხბურთელია. კვარაცხელია ჯერ 20 წლისაა და ყაზანის “რუბინში” თამაშობს. იგი არ ექცევა წნეხის ქვეშ, გამოირჩევა დრიბლინგებით, აქვს კარგი დარტყმა და მას გულშემატკივრების აღფრთოვანება შეუძლია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხვიჩა კვარაცხელიამ იცის დიდ თამაშებში თავის გამოჩენა. კვარაცხელიას გრძელი ფეხები აქვს, ფიზიკურად ძლიერი და ფეთქებადია. ქართველ გარემარბს დრიბლინგი მაშინაც შეუძლია, როდესაც სივრცეებიც არ აქვს”, – წერს დი მარციო საიტზე.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Exclusive-მამუკა გორგოძე:მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის-საშინელი მსაჯობა იყო

9 ნაკრები, რომლებიც ყატარის მუნდიალზე უკვე გავიდნენ