ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის ვიცე-ჩემპიონია. ქართველმა მეჩოგნემ მასტერსზე ისტორიული შედეგი აჩვენა. მასტერსის 1/4 ფინალურ ეტაპზე პირველად გავიდა და მსოფლიოს მოქმედი მესამე ნომერი სტეფანოს ციციპასიც დაამარცხა.
ფინალურ შეხვედრაში ნიკა ბრიტანელ კამერონ ნორისთან დამარცხდა. მატჩის შემდეგ, ბასილაშვილმა მედიასთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მატჩის მსვლელობისას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.
“არ ვიცი რა მოხდა, თავს შეუძლოდ ვგრნობდი. ჯანრმთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა, ამიტომ მესამე სეტში გასვლა ვითხოვე, მაგრამ თავს ვერაფერი მოვუხერხე. ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო წავაგე, მაგრამ თავს ნამდვილად ცუდად ვგრნობდი.
ნორი მეორე სეტში დაბრუნდა და ის მოგებას იმსახურებდა, მორალურად ძლიერია. მეორე სეტში ვერაფერი მოვუხერხე.
ციციპასთან მატჩმა ბევრი მასწავლა. პირველ რიგში, ჩემთვის ეს დიდი გამოცდილებაა. მის წინააღმდეგ მაღალი დონის ჩოგბურთი ვითამაშე. მინდა, ასევე გავაგრძელო. ვიცი, რომ ჩოგბურთის მაღალ დონეზე თამაში შემიძლია.
ამ გამოცდილებას მომავალში გამოვიყენებ”, – თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
GIPHY App Key not set. Please check settings