in

ბასილაშვილმა 4 მატჩ პოინტი მოიგერია და 1/4 ფინალში მონფილსს შეხვდება

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ტრადიციულად, მაგრად გვანერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო და მეცის ტურნირის 1/4 ფინალშია. მერვე ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა სამ სეტში 0:6; 6:4; 7:6 დაამარცხა.

ბასილაშვილმა პირველი სეტი ნულზე წააგო. მეორე სეტო ნიკამ ბრეიქით დაიწყო, მაგრამ შეუძლოდ იგრძნო თავი და ცოტა ხნით სამედიცინო ტაიმაუტის აღება მოუწია. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და ქართველმა ჩოგბურთელმა სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა.

გადამწყვეტ სეტში ფოკინა 4:1 იგებდა და 5:4-ზე 4 მატჩპოინტიც ჰქონდა, მაგრამ ნიკამ ოთხივე მატჩ პოინტის გადარჩენა მოახერხა, გეიმიც მოიგო და სეტი ტაი-ბრეიქზე მიიყვანა. ტაი-ბრეიქზე უკეთესი ქართველი იყო და ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 7 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. 1/4 ფინალურ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ფრანგი გაელ მონფილსი იქნება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავით მუჯირი: აქტიური მუშაობა მიმდინარეობს – მომავალი სეზონიდან ეროვნულ ლიგაში VAR იქნება

იუვე ამოძვრა, მილანი ნაყოფს იმკის, ნაპოლი გაუთავებლად იგებს – V ტური