in ,

იუვე ამოძვრა, მილანი ნაყოფს იმკის, ნაპოლი გაუთავებლად იგებს – V ტური

„იუვენტუსი“ გასავარდნი ზონიდან ამოვიდა.

„იუვენტუსმა“ სერია ა-ში პირველად მოიგო 2 წაგებისა და 2 ფრის შემდეგ.

„იუვენტუსმა“ სერია ა-ში ზედიზედ 19 მატჩში გაუშვა. კლუბის ანტირეკორდია 21 თამაში – 1955 წელს.

„იუვენტუსმა“ სერია ა-ს ყველა, 5-ვე მატჩში გაუშვა ალეგრის დაბრუნების შემდეგ.

ალეგრი: „იუვეს“ ცოტა გაუმართლა. ზოგიერთმა უნდა მოუმატოს დარტყმების სიზუსტესა და გადაწყვეტილებბეის მიღების ხარისხში“.

„მილანს“ 4 მოგება და 1 ფრე აქვს ჩემპიონატის სტარტზე.

პიოლი: „გასულ სეზონში „მილანის“ მუშაობას ნაყოფი ახლა გამოაქვს“.

ტეო ერნანდესმა – „მილანის“ პირველი მცველია, რომელმაც თავი გოლით და ასისტით გამოიჩნა სერია ა-ში, რაც სტატისტიკა კეთდება.

მოურინიოს „რომამ“ სეზონში 8-დან 7 მატჩი მოიგო. სერია ა-ში რომაელები მე-4 არიან.

მოურინიო არ აგებს სერია ა-ში ზედიზედ 41 საშინაო მატჩია. ეს ალეგრის რეკორდის გამეორებაა 3-ქულიან ეპოქაში.

„რომამ“ შესაძლოა გაასაჩივროს პელეგრინის გაძევება „უდინეზესთან“ შეხვედრაში.

მოურინიო: „პირველ 35 წუთში „რომამ“ ამ სეზონში ყველაზე ხარიასხიანი ფეხბურთი აჩვენა“.

„რომამ“ კარში 5-ჯერ დაარტყა ამ სეზონში, მარტო „ბარსას“ აქვს ამდენივე ტოპ 5 ლიგაში.

„ნაპოლის“ ფორვარდმა ოსიმხენმა ბოლო 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

სპალეტის „ნაპოლიმ“ საერთო ანგარიშით 14:2 მოიგო ჩემპიონატის 5 მატჩი და პირველ ადგილზეა.

სპალეტი: „ლიდერობა არ უნდა გახდეს აკვიატებული იდეა. წინ დიდი გზაა“.

ჩირო იმობილემ სერია ა-ს 5 ტურში 6 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

სერია ა – V ტური

ბოლონია – ჯენოა 2:2
ფიორენტინა – ინტერი 1:3
ატალანტა – სასუოლო 2:1
სპეცია – იუვენტუსი 2:3
სალერნიტანა – ვერონა 2:2
კალიარი – ემპოლი 0:2
მილანი – ვენეცია 2:0
სამპდორია – ნაპოლი 0:4
ტორინო – ლაციო 1:1
რომა – უდინეზე 1:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილმა 4 მატჩ პოინტი მოიგერია და 1/4 ფინალში მონფილსს შეხვდება

ვიდეო: ფეხბურთელები ერთმანეთს ხელით შეეხნენ – სერიოზული ჩხუბი ეროვნულ ლიგა 2-ში