ქართული ფეხბურთის იმედს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც “ურალთან” ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და საგოლე პასიც მიითვალა, რუსულ პრესაში კონკურენტი გამოუჩნდა. ბევრი ქება-დიდების შემდეგ, რუსულ მედიაში კვარაცხელიას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. როგორც რუსული ტელეარხის ჟურნალისტები ამბობენ, “რუბინში” კვარაცხელიას დრეიერი დაჩრდილავს.
“ხვიჩა კვარაცხელიას მთელი ცხოვრება რუსეთის პრემიერლიგაში დარჩენა არ სურს, მაგალითი დრეიერისგან უნდა აიღოს. ისეთი პირი უჩანს, რომ დანიელი ფეხბურთელი მალე დაჩრდილავს “რუბინის” მთავარ ვარსკვლავს, რომელსაც დრეიერის მარგი ქმედების კოეფიციენტამდე ბევრი უკლია”, – თქვეს ტელეარხის ჟურნალისტებმა მატჩის შემდგომი განხილვისას.
რუსი კომენტატორი: კვარაცხელიას ბარსელონაში მესის შემცვლელად ავიყვანდი
GIPHY App Key not set. Please check settings