in

საბა ინანეიშვილმა ფინალი წააგო და ევროპაზე ვერცხლს დასჯერდა

ლუქსემბერგში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საბა ინანეიშვილი (+100 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალურ ბრძოლაში საბა უნგრელ რიჩარდ შიპოცს დაუპირისპირდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ძირითად ორივე ძიუდოისტი მეტოქის ჩავლების ჩახსნაზე მუშაობდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წამით ადრე, უნგრელმა საბა კონტრშეტევაზე დაიჭირა და ვაზარზე შეძლო მისი დაგდება.

საბოლოოდ, საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი – 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლის მედლით დაასრულა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს დასჯერდა

დაბრუნდა: რონალდოს დუბლი და ახალი ციფრები – ფოტო