in

დაბრუნდა: რონალდოს დუბლი და ახალი ციფრები – ფოტო

„მანჩესტერმა“ პრემიერლიგის მეოთხე ტურში 4:1 დაამარცხა „ნიუკასლი“. ეს შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა – „იუნაიტედის“ რიგებში ყველა დროის უდიადესი ფებხურთელი დაბრუნდა – კრიშტიანო რონალდო. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დაბრუნება შედგა: მან ორი გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

ისე როგორ იქნებოდა, რონალდოს ახალი ციფრები და მიღწევები არ დაედო.

კრიშტიანომ კარიერაში 200-ჯერ გაიტანა 2 ან მეტი გოლი. „მანჩესტერის“ რიგებში ასეთი რამ 27-ედ მოხდა. 122 მსგავსი თამაში ჰქონდა „რეალში“ და 23 „იუვენტუსში“. ასევე 27 ნაკრებში და ერთიც ყმაწვილობაში „სპორტინგში“.

რონალდომ პრემიერლიგაში 12 წლის და 124 დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა (4507 დღე). პორტუგალიელი ერთ კლუბში გოლებს შორის ხანგრძლივობის მხრივ ჩამორჩება ერთ დროს ასევე „მანჩესტერელ“ უეინ რუნის, რომელმაც „ევერტონის“ რიგებში 13 წლის და 121 დღის შემდეგ გაიტანა.

12 წელი და 118 დღე – ამდენი გავიდა რონალდოს ბოლო მატჩიდან პრემიერლიგაში. მან გააუმჯობესა დემიან დელანის პრემიერლიგაში ორ მატჩს შორის ყველაზე დიდ ხანგრძლივობის მიღწევა (11 წელიწადი და 155 დღე).

რონალდო მესამე ადგილზე აღმოჩნდა ასაკოვან გოლის ავტორებს შორის: ის 36 წლის და 218 დღისაა. მასზე ხნიერებს კლუბში გაუტანიათ რაიან გიგზს (39 წელი და 86 დღე) და პოლ სქოულზს (37 წელი და 304 დღე).

ეს პირველი დუბლია რონალდოსთვის 2009 წლის შემდეგ პრემიერლიგაში – მაშინ მან „ტოტენჰემს“ გაუტანა.

რონალდოს 7 გოლი აქვს გატანილი „ნიუკასლისთვის“. მხოლოდ „ასტონ ვილს“ გაუტანა უფრო მეტი (8).

კრიშტიანომ „მანჩესტერის“ რიგებში ოფიციალური მატჩებში 119-ე და 120 გოლები გაიტანა.

მატჩს დაესწრო „მანჩესტერის“ ერთ-ერთი მფლობელი აბრამ გლეიზერი. როგორც The Sun წერს, 60 წლის ბიზნესმენი ბოლო ორ წელიწადში პირველად მივიდა „ოლდ ტრაფორდზე“ და ეს სწორედ რონალდოს გამო გააკეთა.

დაბოლოს, კრიშტიანოს დედის მარია დოლორეს ავეირუს რეაქცია რონალდოს პირველი გოლის შემდეგ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბა ინანეიშვილმა ფინალი წააგო და ევროპაზე ვერცხლს დასჯერდა

ბათუმმა უშუს ღია საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა