in

თეთრები იწყებენ და იგებენ აღარ იქნება – შტატებში და ინგლისში სურთ, რომ ჭადრაკი უფრო სამართლიანი გახადონ

ლონდონის სამეფო კოლეჯისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებს ჭადრაკის წესების შეცვლა სურთ. მათი აზრით, თეთრების პირველი სვლის შემდეგ, შავებს ზედიზედ ორი სვლის გაკეთების უფლება უნდა მიეცეთ.

ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ასეთი ცვლილება აღმოფხვრის იმ უსამართლო უპირატესობას, რომლითაც თეთრი ფიგურები სარგებლობენ.

ამერიკელმა თეორეტიკოსმა სტივენ ბრამსმა და ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევარმა მეჰმეტ ისმაილმა პრობლემის გადასაჭრელად ახალი სისტემა წარადგინეს. სიახლეს „დაბალანსებული რიგი“ ჰქვია და თეთრების სვლის შემდეგ შავებს ორი სვლის გაკეთების უფლებას აძლევს, შემდეგ ისევ თეთრებს აქვთ ორი სვლის უფლება და ბოლოს თამაში ნორმალურ წესებს უბრუნდება.

„სვლა ზედიზედ – ეს თამაშის მსვლელობაში ძალიან დიდი ჩარევაა. ვერ ვიტყვით, რომ მცირე სიახლეს ვიღებთ, რადგან ამ გზით სულ სხვა თამაში შეიქმნება. მოლოდინი მაქვს, რომ თეთრების უპირატესობა შემცირდება, თუმცა ეს ცვლილებები ძალიან ძვირი დაჯდება: დებიუტური ვარიანტების მრავალფეროვნებაზე უარის თქმა მოგვიწევს. ეს კი ძალიან სამწუხარო იქნება“, – ფიქრობს ინგლისელი გროსმაისტერი ლუკ მაკშეინი.

ელიტურ ტურნირებზე, თამაშებს, რომლებიც ყაიმით არ სრულდება, შემთხვევათა 64%–ში თეთრი ფიგურების მფლობელები იგებენ.

მძლავრი კომპიუტერის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმაც აჩვენა, რომ 10 ათასი საჭადრაკო პარტიის თამაშის შემდეგ, 86%-ში გამარჯვებული თეთრები იყვნენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერიქსენი ბაზაზე მივიდა და თანაგუნდელები მოინახულა

მარიამ ბოლქვაძე 1/4 ფინალშია: ქართველმა ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო