in

მესი 4-წლიანი კონტრაქტით 240 მილიონ ევროს მიიღებს: ორი წელი ითამაშებს, ორიც ელჩი იქნება

ცნობილი გახდა „ბარსელონასა“ და გუნდის კაპიტნის ლიონელ მესის მოლაპარაკებების შედეგები.

კატალონიური კლუბი ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს და ხელფასის სახით წელიწადში 60 მილიონ ევროს სთავაზობს. შეთანხმება 4-წლიანი იქნება.

მოსალოდნელია, რომ ამ 4 წლიდან ორს მესი მოთამაშის სტატუსით გაატარებს, შემდეგი 2 წლის განმავლობაში კი კლუბის ელჩი იქნება. თანაც მას სურს, რომ აშშ-ში „ინტერ მაიამიში“ ითამაშოს.

კონტრაქტში გათვალისწინებულია კიდევ 6 წელი, როცა მესი „ბარსელონას“ ადმინისტრაციულ შტაბში გადაინაცვლებს და ამ პერიოდის განმავლობაში მისი ანაზღაურება განსხვავებული იქნება – ფიქსირებული ხელფასი, პლუს ბონუსები.

მესის სურს, რომ ფიქსირებული თანხა ბონუსზე მეტი იყოს, კლუბს კი რა თქმა უნდა პირიქით სურს.

მოლაპარაკებები ჯერ ისევ გრძელდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუმინეთის მწვრთნელი: წაგება არ დავიმსახურეთ – ქართველების სისწრაფემ გამაკვირვა

არ გაუგდოთ რა… ნუ არტყმევინებთ ამ კაცს პენალტს და რა უნდა ჯესის ნაკრებში – ამბები მოკლედ