in

არ გაუგდოთ რა… ნუ არტყმევინებთ ამ კაცს პენალტს და რა უნდა ჯესის ნაკრებში – ამბები მოკლედ

უგო ლორისმა ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა კაპიტნის სამკლაურით. მეორე ადგილზე ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამია – 54 მატჩი კაპიტნის რანგში. ლორისმა ნაკრებში 124 მატჩი ჩაატარა.

ანტუან გრიზმანმა საფრანგეთის ნაკრებში 47-ე მატჩი ჩაატარა ზედიზედ და ამით სარეკორდო სერია განაახლა.

5 წლის და 7 თვის შემდეგ ნაკრებში დაბრუნებულმა ქარიმ ბენზემამ პენალტი ვერ გაიტანა. მას კარიერაში 3 პენალტი აქვს გაფუჭებული და სამივე ნაკრებში.

საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეები მსაჯს თხოვნდნენ არ გაეგდო უელსის ფეხბურთელი (3:0).

ჯესი ლინგარდმა ინგლისის ნაკრების ძირითადში ითამაშა ავსტრიასთან. რა მოხდა მერე? რა და ლინგარდი ნაკრების განაცხადში არ არის ევრო 2020-ზე.

მემფის დეპაი – ნიდერლანდების ნაკრებში საუკეთესოა ჯარიმიდან გატანილი გოლებით (4) 1974 წლის შემდეგ.

კოპა ამერიკის ფინალი „მარაკანაზე“ გაიმართება.

„მილანი“ მოელაპარაკა ოლივიე ჟირუს კონტრაქტზე.

„სიტის“ პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა გულშემატკივრებს სუპერლიგის პროექტში მონაწილეობის გამო.

„სიტი“ ელაპარაკა ანდრე სილვას აგენტებს. „აინტრახტს“ სურს 40 მლნ ევრო თავის ბომბარდირში.

„სიტი“ დაინტერესებულია სერჟი რობერტოთი. „ბარსა“ მზადაა ფეხბურთელის გასაყიდად ხელფასის ეკონომიის მიზნით.

„სპორტინგს“ სურს ტრინკაუს იჯარა „ბარსელონადან“.

ფიფამ პსჟ 9 ათასი ევროთი დააჯარიმა „ინტერიდან“ იკარდის ტრანსფერის დროს დარღვევეის გამო.

„რეალმა“ ანჩელოტის დანიშვნამდე მოურინიოს მიმართა. ჟოზემ უარი უთხრა.

არბელოა ანჩელოტის თანაშემწე გახდება „რეალში“.

„რეალი“ და ლუკას ვასკესი შეთანხმდნენ კონტრაქტის 3 წლით გახანგრძლივებაზე.

დონარუმა პსჟ-ს მოელაპარაკა. მელარე შესალოა ერთი წლით იჯარით მისცენ პარიზელებს.

საფრანგეთის ლიგა 1-ს 2023/24 წლების სეზონიდან 20-დან 18 გუნდამდე შეამცირებენ.

ვან ბომელი „ვოლფსბურგის“ მწვრთნელი გახდა.

კიევის „დინამომ“ კონტრაქტი გაუგრძელა მირჩა ლუჩესკუს. მწვრთნელი უკვე 75 წლისაა.

სერხიო აგუერო „ბარსელონაში“ წლიურად 6 მილიონ ევროს მიიღებს. თითქმის 4-ჯერ ნაკლებს, ვიდრე „სიტიში“.

დორტმუნდის“ ბორუსიამ“ 15 მლნ ევროდ „შტუტგარტის“ მეკარე კობელი იყიდა.

მინო რაიოლა მუშაობს ჰაალანდის დორტმუნდიდან წაყვანაზე.

პიანიჩი შესაძლოა „იუვენტუსში“ დაბრუნდეს ალეგრის გამო. ტურინელებიც განიხილავენ ასეთ ვარიანტს.

„აიაქსის“ მეკარე ონანა „არსენალში“ გადავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი 4-წლიანი კონტრაქტით 240 მილიონ ევროს მიიღებს: ორი წელი ითამაშებს, ორიც ელჩი იქნება

იტალია, რუსეთი, შვედეთი – ევრო 2020-ის ყველაზე ლამაზი ფორმების რეიტინგი ცნობილია