in ,

ძალიან ვამაყობ და მადლობა ნდობისთვის: 6 წლის შემდეგ ბენზემა ნაკრებში ბრუნდება

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის “მამლების” 26 კაციანი განაცხადი დაასახელა.

აღსანიშნავია რომ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს 6-წლიანი პაუზის შემდეგ “რეალის” ცენტრფორვარდი ქარიმ ბენზემა დაუბრუნდა. ბენზემა ნაკრებიდან 2015 წელს ვალბუენასთან მომხდარი სკანდალის შემდეგ მოკვეთეს, და აქამდე მისთვის ქვეყნის მთავარი გუნდის კარი დახურული იყო. ბენზემას ბრალდებოდა ვალბუენას შანტაჟი, თითქოს ის თანაგუნდელს ინტერნეტში ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნებით დაემუქრა. ბენზემა ყველაფერს უარყოფს. ასეა თუ ისე, ბენზემამ დაკარგა ევროპის ვიცე-ჩემპიონის და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

ევროპის ჩემპიონატზე ქარიმი 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“ძალიან ვამაყობ ნაკრებში დაბრუნებით და გამოჩენილი ნდობით. მადლობა ოჯახს, მეგობრებს, კლუბს, ასევე ყველას, ვინც მუდამ მხარს მიჭერდა და ძალას მმატებდა”, – დაწერა ფეხბურთელმა.

საფრანგეთის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დიდხანს ფიქრობდა ამ გადაწყვეტილებაზე. ხოლო რაზე ისაუბრეს მან და ბენზემამ, ამას არ გათქვამს.

მსოფლიო ჩემპიონები ევრო 2020-ზე ასეთი შემადგენლობით წავლენ.

მეკარეები: უგო ლორისი (ტოტენჰემი), მაიკ მაინანი (ლილი), სტივ მანდანდა (მარსელი)

მცველები: რაფაელ ვარანი (რეალი), ჟიულ კუნდე (სევილია), ლუკას დინიე (ევერტონი), ბენჯამენ პავარი (ბაიერნი), ლუკას ერნანდესი (ბაიერნი), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), კლემან ლანგლე (ბარსელონა), ლეო დუბუა (ლიონი), კურტ ზუმა (ჩელსი)

ნახევარმცველები: პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი), მუსა სისოკო (ტოტენჰემი), ნგოლო კანტე (ჩელსი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი), კორენტინ ტოლისო (ბაიერნი), ტომას ლემარი (ატლეტიკო).

თავდამსხმელები: ოლივიე ჟირუ (ჩელსი), ანტუან გრიზმანი (ბარსელონა), კილიან მბაპე (პსჟ), კინგსლი კომანი (ბაიერნი), ქარიმ ბენზემა (რეალი), ვისამ ბენ-იედერი (მონაკო), უსმან დემბელე (ბარსელონა), მარკუს ტურამი (გლადბახი).

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Sky sport-ის რჩეული: კიტეიშვილი ტურის სიმბოლურში მოხვდა

გულუხვი შეიხი, ბარსას კრედიტი და სატრანსფერო გეგმები – ამბები მოკლედ