in ,

ვიდეო: გამარჯვების უჩვეულო სიმბოლო – ფეხბურთელებმა ტუხელს ფეხები დაუკოცნეს: გაირკვა რატომ წააგო შარშან ჩელსიმ

„ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტის“ მოუგო და მაშინ, როცა ლონდონელები გამარჯვებას აღნიშნავდნენ, გულშემატკივრებს თვალში ერთი უცნაურობა მოხვდათ.

დაჯილდოების ცერემონიის დროს ედუარ მენდიმ, ოლივიე ჟირუმ, კურტ ზუმამ და ანტონიო რუდიგერმა მთავარი მწვრთნელის ტომას ტუხელის ფეხსაცმელების კოცნა დაიწყეს.



გასახდელში შესვლისთანავე გერმანელმა ფეხსაცმელი გაიხადა და ტროფეისავით ჰაერში ასწია.



მატჩის შემდეგ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ტუხელმა ამ უჩვეულო საქციელის ახსნა სცადა.

„ეს ბოტასი პსჟ-ს პრეზიდენტის საჩუქარია და მე შევპირდი ჩემს პარიზელ პარტნიორებს, რომ ამ ფეხსაცმელს „ბაიერნის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩავიცმევდი. მაშინ ეს პირობა სულ დამავიწყდა, ამიტომ პსჟ-მ წააგო. ამჯერად ამ ბოტასით მოვედი და ამან გაამართლა“.

ტუხელმა „ჩელსი“ 2021 წლის იანვარში ჩაიბარა. მანამდე გერმანელი სპეციალისტი პსჟ-ს ხელმძღვანელობდა, რომელთან ერთადაც 2019/20 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივიდა და იქ „ბაიერნთან“ წააგო (0:1). როგორც გაირკვა, ბოტასი რომ არ ეცვა იმიტომ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბოლო 10 წელიწადში პირველად: ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური რონალდოს გარეშე

სკილზი და მისი წინაპრები: ვინ და როგორი არიან ევროპის ჩემპიონატების თილისმები