in ,

ბოლო 10 წელიწადში პირველად: ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური რონალდოს გარეშე

2020/2021 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა დასრულებულია. როგორც წესი, უეფა ყოველწლიურად საუკეთესო შემადგენლობას ასახელებს. არც ახლა მოხდა გამონაკლისი და ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

გუნდში ყველაზე მეტი (7) ფეხბურთელი ლონდონის „ჩელსიდან“ არის. „არისტოკრატებმა“ ჩემპიონთა ლიგა ტრიუმფით დაასრულეს.

საინტერესო ის გახლავთ, რომ შემადგენლობაში პირველად 10 წლის შემდეგ კრიშტიანო რონალდო ვერ მოხვდა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გუნდი მერვედფინალში „პორტუსთან“ დამარცხდა და თავად რონალდოს გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი არაფერი გაუკეთებია.

სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება.

მეკარეები – კურტუა, ედერსონი, მენდი

მცველები – ასპილიკუეტა, რუბენ დიაში, მარკინიოსი, რუდიგერი, ჩილუელი, ალაბა

ნახევარმცველები – დე ბრუინი, ჟორჟინიო, კანტე, მაუნტი, გიუნდოგანი, სერჟიო ოლივეირა, ფილ ფოდენი, მოდრიჩი.

თავდამსხმელები – ჰაალანდი, მბაპე, ლევანდოვსკი, ბენზემა, ნეიმარი, მესი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბაიერნის ფორმაზე დათოვლილ ალპებს გამოსახავენ

ვიდეო: გამარჯვების უჩვეულო სიმბოლო – ფეხბურთელებმა ტუხელს ფეხები დაუკოცნეს: გაირკვა რატომ წააგო შარშან ჩელსიმ