პრემიერლიგის 34-ე ტურის გადადებულ მატჩში „მანჩესტერმა“ შინ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 2:4 წააგო. თავდაპირველად თამაში 2 მაისს იყო დაგეგმილი, მაგრამ კლუბის მფლობელების წინააღმდეგ „მანჩესტერის“ გულშემატკივრების პროტესტის გამო თამაშის გადადება მოუწიათ.
ახლა „ლივერპული“ 60 ქულით მე-5 ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება „ჩელსის“, თუმცა ერთი თამაში თადარიგში აქვს („ლესტერი“ – 66 ქულა).
„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგაზე გავა, თუ დარჩენულ 3 მატჩს მოიგებს, ხოლო „ლესტერი“ არ წააგებს „ჩელსისთან“ (18 მაისს თამაშობენ ლონდონში).
მანჩესტერი – ლივერპული 2:4
1:0 – 10 ბრუნო ფერნანდეში, 1:1 – 34 ჟოტა, 1:2 – 45 ფირმინიო, 1:3 – 47 ფირმინიო, 2:3 – 68 რეშფორდი, 2:4 – 90 სალაჰი.
„მანჩესტერი“ 6 მატჩია ვერ უგებს „ლივერპულს“ პრემიერლიგაში – 2018 წლის შემდეგ.
„ლივერპულმა“ 2014 წლის შემდეგ პირველად მოუგო „მანჩესტერს“ „ოლდ ტრაფორდზე“.
„მანჩესტერმა“ 69 გოლი გაიტანა სეზონში. საუკეთესო შედეგია ბოლო 8 წლის განმავლობაში.
„მანჩესტერმა“ შინ 26 გოლი გაუშვა ამ სეზონში. ეს უარესი შედეგია 49 წლის განმავლობაში.
„მანჩესტერს“ 3 წაგება აქვს ბოლო 4 მატჩში.
სალაჰმა მე-200 მატჩი ითამაშა „ლივერპულში“.
სალაჰმა გაიტანა 96-ე გოლი პრემიერლიგაში. აფრიკელებს შორის უფრო მეტი აქვთ დროგბას და ადებაიორს.
ბრუნომ ამ პრემიერლიგაშ მე-18 გოლი შეაგდო. მარტო კეინს (21) და სალაჰს (20) აქვთ უფრო მეტი.
ბრუნომ ლემპარდის რეკორდი გააუმჯობესა ნახევარმცველების მიერ პრემიერლიგაში გატანილი გოლების მხრივ – პორტუგალიელს 28 გოლი მოუგროვდა.
ფირმინიომ დუბლი შეასრულა. მას 2021 წელს 21 მატჩში 1 გოლი ჰქონდა.
ფირმინიომ კარიერაში პირველად გაუტანა „მანჩესტერს“.
კავანის 11 (8+3) ქულა აქვს ბოლო 9 მატჩში.
იურგენ კლოპმა პირველად მოიგო „ოლდ ტრაფორდზე“ – აქამდე იყო 2 წაგება და 4 ფრე.
კლოპი: „საუკეთესო მომენტია „ოლდ ტრაფორდზე“ ჩემი პირველი გამარჯვებისთვის. „ლივერპულმა“ ეს დაიმსახურა“.
GIPHY App Key not set. Please check settings