in

ვიდეო: კონორმა პირობა დადო, რომ Forbes-ის რეიტინგში რონალდოს გადაუსწრებდა – წელს ის პირველია, კრიში კი მესამე

ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს და UFC-ის ყოფილი ჩემპიონის კონორ მაკგრეგორის საუბარია ასახული. კადრების გადაღების დროს კრიში „რეალში“ თამაშობდა.

მანჩესტერი და სელტიკი მომწონს: მაკგრეგორს კლუბის შეძენა სურს

ირლანდიელი პორტუგალიელს შეპირდა, რომ Forbes–ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიაში გადაასწრებდა.

კონორი: უკვე გაქვს პირადი თვითმფრინავი?
რონალდო: კი ბატონო.
კონორი: მეც მინდა. შენ Forbes–ის სიაში ნომერ პირველი ხარ, მე სადღაც 35–ე. დაგეწევი!
რონალდო: რაო, რომელ ადგილზე ხარ?
კონორი: 38–ზე. მაგრამ პირველი გავხდები. შეიძლება მომავალ წელსაც გადაგისწრო.

ცოტა ხნის წინ Forbes–მა 2020 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც მაკგრეგორი 180 მილიონი დოლარით პირველ ადგილს იკავებს. რონალდო კი მესამეა და მას მხოლოდ 120 მილიონი აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: NFL-ს კალენდრის კოსმიური ანონსი – ეს უნდა ნახოთ

მანჩესტერი ლივერპულს ვერ უგებს, მაგრამ როგორ უნდა მოხვდეს ლიგაზე – ფაქტები მატჩზე