in ,

ყველაზე ცუდი 129 წლის განმავლობაში: ლივერპულის ტოპ ფეხბურთი და 9:0 – ფაქტები

პრემიერლიგის გადადებულ, 30-ე ტურის მატჩში „ლივერპულმა“ „მანჩესტერი“ 4:0 გაანადგურა და დღეს საღამომდე, სანამ „სიტი“ ითამაშებს, პირველ ადგილზე გადავიდა.
დიდი ხნის გოლგაუტანელმა სალაჰმა პირველ ტიამში ჯერ საგოლე პასი გააკეთა, მერე კი თავადაც გაიტანა. ეგვიპტელმა მეორე ტაიმშიც შეაგდო.

გუნდებმა სამგლოვიარო სამკლაურით ითამაშეს კრიშტიანო რონალდოს გარდაცვლილი ახალშობილის პატივისცემის ნიშნად.
გარდა ამისა, კრიშტიანოს გასამხნევებლად „ლივერპულის“ ფანებმა მე-7 წუთზე You’ll Never Walk Alone იმღერეს.

ლივერპული – მანჩესტერი 4:0
1:0 – 5 დიასი, 2:0 – 22 სალაჰი, 3:0 – 68 მანე, 4:0 – 85 სალაჰი.

„ლივერპულმა“ საერთო ანგარიშით 9:0 მოუგო „მანჩესტერს“ ორივე მატჩი პრემიერლიგაში.

„მანჩესტერმა“ 4+ გოლი „ლივერპულისგან“ ზედიზედ მე-3 მატჩში გაუშვა.

0:9 ორ მატჩში – ყველაზე ცუდი შედეგია „მანჩესტერისთვის“ ერთ მეტოქესთან 129 წლის განმავლობაში. საუბარია ჩემპიონატის შეხვედრებზე.

„მანჩესტერი“ ჩემპიონატში „ლივერპულს“ 2018 წლის მერე ვერ უგებს – 5 წაგება და 3 ფრე.

„მანჩესტერმა“ 76 გოლი გაუშვა „ლივერპულისგან“ – ყველაზე მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა მეტოქისგან პრემიერლიგის ისტორიაში.

„მანჩესტერმა“ ტოპ 3 გუნდთან 5 მატჩში 1 ქულა აიღო, ბურთების შეფარდება – 2:16.

„მანჩესტერს“ პრემიერლიგის ბოლო 7 მატჩში 2 მოგება აქვს.

„მანჩესტერმა“ 2-ჯერ დაარტყა – 1 კარში – ბურთების ფლობა 28.4%.

მაგუაირმა და ლინდელოფმა Sky Sports-ისგან 3 ქულა მიიღეს (10-დან), სალაჰმა – 9.

რანგნიკი: „ლივერპული“ 6 წლით წინაა „მანჩესტერზე“. მე-2 ტაიმის პირველი 25 წუთი უკეთესები ვიყავით, მაგრამ მე-3 გოლმა ყველაფერს ხაზი გადაუსვა“.

ბრუნო: „ლივერპული“ ტიტულისთვის იბრძვის, „მანჩესტერი“ – არაფრისთვის. ბოდიშს ვთხოვ გულშემატკივრებს“.

კლოპი: „ტოპ ფეხბურთი, უბრალოდ სასიამოვნოა ყურება. კარგი საღამო „ლივერპულის“ გულიანი ხალხისთვის“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველების სლოვანი თასის ფინალშია და სეზონში მეორე ტიტულს უახლოვდება

La Gazzeta Dello Sport: სპალეტის შეუძლია ინსინიეს როლი კვარაცხელიას მიანიჭოს