ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის კლუბმა „ჰიუსტონ ტექსანსმა“ 2021 წლის ჩემპიონატის კალენდარი წარმოადგინა.
სეზონის განრიგის გამოსაცხადებლად პრეს–სამსახურმა ტიკტოკის ვარსკვლავი, ცნობილი ხელოვანი ალის ტეო ანუ იგივე Fried Rice Artist მოიწვია. ალისი ნახატებს შემწვარი ბრინჯით ქმნის და მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს.
ტვიტერზე გამოქვეყნებულ 111 წამიან ვიდეოში ტიკტოკერმა პირველი სამი ტურის ფრაზა Beat The Jags გამოსახა, რაც სტარტზე შეხვედრას ნიშნავს, ასევე მან „ბრაუნსის“ და „პანტერსის“ ლოგოტიპებიც დახატა. ზოგიერთ სეგმენტში ხელოვანს კლუბის მოთამაშეები და მხარდამჭერი გოგონები ეხმარებოდნენ.
შუალედებში პრეს-სამსახურმა მუშაობის პროცესიც აჩვენა და ბრინჯის ჰაერში აყრისა და ნახატად ქცევის ნახვაც არანაკლებ საინტერესოა.
აღსანიშნავია, რომ ტიკტოკში ალის ტეოს 1,5 მილიონ გამომწერი ყავს და 12 მილიონზე მეტი მოწონება აქვს მოგროვებული.
GIPHY App Key not set. Please check settings